გვიან ღამით, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით ორი ახალგაზრდა დაჭრეს.
ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ექიმების განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე უკვე გახსნილია და დაკავებულია ერთი პირი.