აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკრაინელ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა და განაცხადა, რომ აშშ მზადაა იმუშაოს ახლადარჩეულ სახელმიწფოს მეთაურთან. ამის შესახებ ნათქვამია ბარაკ ობამას განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა.
„აშშ მზადაა ერთობრლივად იმუშაოს მომავალ პრეზიდენტთან და ასევე, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტთან, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას, როემლიც მიმართულია უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების რეალიზაციისკენ", - ნათქვამია ობამას განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინელებმა არაერთხელ მოახდინეს თავისი სურვილის დემონსტირება აერჩიათ ლიდერები და ეცხოვრათ დემოკრატიის პირობებში. განსაზღვრონ საკუთარი მომავალი ყოველგვარი ძალადობის გარეშე.
„ეს არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს, უკრაინის მთავრობის ძალისხმევაში გააერთიანოს ქვეყანა",- აცხადებს ობამა.
განცხადებაში ყურადღება ეთმობა იმ გარემოებას, რომ პროვოკაციისა და ძალადობის მიუხედავად, მილიონობით უკრაინელმა საარჩევნო უბანზე მისვლით, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ რაიონებში, სადაც რუსეთის მხარდაჭერით სეპარატისტები ცდილობდნენ მთელი რეგიონის მოსახლეობისთვის აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობა, მათ გამოხატეს თავიანთი ნება.
აშშ-ის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. გმობს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას და უკრაინასა და სხვა პარტნიორებთან ერთად კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის მუშაობას განაგრძობს.