წინაწარი მონაცემებით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული პეტრე პოროშენკო პირველ გასვლას კიევიდან დონბასში გეგმავს. ამის შესახებ პოროშენკომ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
„უნდა მოხდეს ყველა ძალის კონცენტრირება, რათა უკრაინა გავაერთიანოთ. ჩემი პირველი საპრეზიდენტო გასვლა კიევიდან იქნება დონბასში. ჩვენ მადლობლები ვართ მათი, სამოქალაქო ვალის მოხდისთვის, რომ მათ უზრუნველყვეს დაცვა ტერორისტებისგან", - განაცხადა პოროშენკომ.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება პირველ ტურში პეტრე პორიშენკომ მოიპოვა. მეორე ადგილზე იულია ტიმოშენკო, მესამეზე კი ოლეგ ლიაშკოა.
ამ დროისთვის გამოქვეყნებული ეგზიპოლების შედეგების მიხედვით პოროშენკომ ხმების 55.9%, ტიმოშენკომ 12,9%, ხოლო ლიაშკომ 8% მიიღეს.
სხვა კანდიდატებმა ხმების 1%-ზე ნაკლები დააგროვეს.
ეგზიტპოლის სხვადასხვა ორგანიზაციები მართავდნენ, თუმცა მათ შედეგებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის.
ცეესკოს მონაცმებით, არჩევნებზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა - 15:00 საათითვის გამოცხადებამ 40% შეადგინა. ხმის მიცემის პროცედურა 225 საარჩენო ოლქიდან 189 ოლქში გაიმართა. 24 ოლქი არ გაიხსნა დონეცკისა და ლუგანსკის მხარეში, ხოლო 12 ოლქი ყირიმში.
არჩევნებში 21 პრეზიდენტობის კანდიდატი მონაწილეობდა.