წინაწარი მონაცემებით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული პეტრე პოროშენკო თავის მრჩევლებად საქართველოს მოქალაქეების დანიშვნას აპირებს.
ამის შესახებ პოროშენკომ ეგზიპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართველებთან ჩვენ ტრადიციულად კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემს მრჩევლებს შორის საქართველოს მოქალაქეები იქნებიან", - განაცხადა პოროშენკომ თუმცა უარი განაცხადა კონკრეტული გვარის, თუ გვარების დასახელებისგან.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება პირველ ტურში პეტრე პორიშენკომ მოიპოვა. მეორე ადგილზე იულია ტიმოშენკო, მესამეზე კი ოლეგ ლიაშკოა.
ამ დროისთვის გამოქვეყნებული ეგზიპოლების შედეგების მიხედვით პოროშენკომ ხმების 55.9%, ტიმოშენკომ 12,9%, ხოლო ლიაშკომ 8% მიიღეს.
სხვა კანდიდატებმა ხმების 1%-ზე ნაკლები დააგროვეს.
ეგზიტპოლის სხვადასხვა ორგანიზაციები მართავდნენ, თუმცა მათ შედეგებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის.
ცეესკოს მონაცმებით, არჩევნებზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა - 15:00 საათითვის გამოცხადებამ 40% შეადგინა. ხმის მიცემის პროცედურა 225 საარჩენო ოლქიდან 189 ოლქში გაიმართა. 24 ოლქი არ გაიხსნა დონეცკისა და ლუგანსკის მხარეში, ხოლო 12 ოლქი ყირიმში.
არჩევნებში 21 პრეზიდენტობის კანდიდატი მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები