კიევის მერის არჩევნებში ШустерLive-ს ეგზიპოლის შედეგების მიხედვით ვიტალი კლიჩკომ გაიმარჯვა.
ეგზიპოლის შედეგების მიხედვით კლიჩკოს ხმა ამორჩევლების 57,4%-მა მისცა, ლესია ორბეცს -10.3%-მა, ვლადიმერ ბონდარენკოს -8,2%-მა.
შეგანხსნებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად დედაქალაისა და რამდენიმე სხვა ქალაქის მერებისა და სატათბიროს არცევნები გაიმართა.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება პირველ ტურში პეტრე პორიშენკომ მოიპოვა. მეორე ადგილზე იულია ტიმოშენკო, მესამეზე კი ოლეგ ლიაშკოა.
ამ დროისთვის გამოქვეყნებული ეგზიპოლების შედეგების მიხედვით პოროშენკომ ხმების 55.9%, ტიმოშენკომ 12,9%, ხოლო ლიაშკომ 8% მიიღეს.
სხვა კანდიდატებმა ხმების 1%-ზე ნაკლები დააგროვეს.
ეგზიტპოლის სხვადასხვა ორგანიზაციები მართავდნენ, თუმცა მათ შედეგებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის.
ცეესკოს მონაცმებით, არჩევნებზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა - 15:00 საათითვის გამოცხადებამ 40% შეადგინა. ხმის მიცემის პროცედურა 225 საარჩენო ოლქიდან 189 ოლქში გაიმართა. 24 ოლქი არ გაიხსნა დონეცკისა და ლუგანსკის მხარეში, ხოლო 12 ოლქი ყირიმში.
არჩევნებში 21 პრეზიდენტობის კანდიდატი მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები