უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება პირველ ტურში პეტრე პორიშენკომ მოიპოვა. მეორე ადგილზე იულია ტიმოშენკო, მესამეზე კი ოლეგ ლიაშკოა.
ამ დროისთვის გამოქვეყნებული ეგზიპოლების შედეგების მიხედვით პოროშენკომ ხმების 55.9%, ტიმოშენკომ 12,9%, ხოლო ლიაშკომ 8% მიიღეს.
სხვა კანდიდატებმა ხმების 1%-ზე ნაკლები დააგროვეს.
ეგზიტპოლის სხვადასხვა ორგანიზაციები მართავდნენ, თუმცა მათ შედეგებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის.
ცეესკოს მონაცმებით, არჩევნებზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა - 15:00 საათითვის გამოცხადებამ 40% შეადგინა. ხმის მიცემის პროცედურა 225 საარჩენო ოლქიდან 189 ოლქში გაიმართა. 24 ოლქი არ გაიხსნა დონეცკისა და ლუგანსკის მხარეში, ხოლო 12 ოლქი ყირიმში.
არჩევნებში 21 პრეზიდენტობის კანდიდატი მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები