სიმბოლურ ფასად კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი - კახეთი" ჩუქის გაზსადენი მილის მფლობელი გახდა. როგორც საქართველოს მთავრობის №821 განკარგულებიდან ირკვევა, „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მე-10, მე-11, მე-13, მე-16 და 21-ე ჩუქის გაზსადენი მილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - კახეთს". საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, კომპანია ვალდებულია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოში მდებარე ბუნებრივი აირის მილსადენზე არსებული გაზიფიცირებული აბონენტების გაზმომარაგების მიზნით, 2014 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
მასალის გამოყენების პირობები