საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს საელჩომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და ბრაზილიის ბანკის კულტურის ცენტრის ხელშეწყობით ორგანიზება გაუკეთა ქართული ფილმის კვირეულს ქ. ბრაზილიაში. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ნაჩვენები იქნება 5 ქართული ფილმი: ,,ჩემი ბებია", 1929; ,,გაღმა ნაპირი", 2009; ,,გაიღიმეთ", 2012; ,,ფიროსმანი", ,,1969; მონანიება", 1986.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ფილმის კვირეული გაიხსნა საზეიმო მიღებით, რომელსაც მოჰყვა მუნჯი ფილმის - „ჩემი ბებია"-ს ჩვენება ცოცხალი მუსიკის აკომპანემენტით, ცნობილი ბრაზილიელი ვიოლინისტის შესრულებით.
ქ. ბრაზილიაში პირველმა ქართულმა კულტურულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც გახსნაზე მოწვეული საზოგადოების მხრიდან, ასევე ჩვენების მასპინძელი კულტურის ცენტრის საინფორმაციო მასალების მომხმარებლებს შორის. ქართული ფილმების ჩვენებით დაინტერესდა ბრაზილიის რიო გრანდე დო სულის საერთაშორისო კინო-ფესტივალი, რომელიც ივნისის თვეში იმართება.
ზემოხსენებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ბრაზილიის ეროვნული რადიოს პირდაპირ ეთერში ისაუბრა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები