უკრაინაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა და ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება 20:00-მდე ექნებათ.
საარჩევნო ბიულეტენში 21 კანდიდატია შეყვანილი. მათგან 6-მა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა.
უკრაინაში არჩევნების მთავარ პრობლემას აღმოსავლეთ რეგიონებში მოსახლეობისთვის ხმის მიცემის პროცედურის უზრუნველყოფაა. სამართალდამცავების განცხადებით, ისინი დონეცკის მხარეში 22 საარჩევნო ოლქოდან 7-ში, ხოლო ლუგანსკის მხარეში 12-დან 2 საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფენ არჩევნების ჩატარებას.
არჩევნები არ იმართება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში. თუმცა ყირიმის 6 ათასი ამორჩეველი ხმის მისაცემად ხერსონისა და ნიკილაევის მხარეში ჩავლენ.
წინასწარი კვლევების მიხედვით (14-18 მაისი) არჩევნებში მონაწილეობას ამორჩეველთა 80% აპირებს.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმას 400 ათასი უკრაინელი მისცემს.
მასალის გამოყენების პირობები