უკრაინელი მესაზღვრეების მიერ დაკავებულმა დაქირავებულმა სნაიპერმა დეტალურად მოუთხრო უკრაინელ სამართალდამცავებს „შემკვეთის" მიერ მისთვის უკრაინელი სამხედროების მოკვლისათვის დაწესებულ „ფასებზე". ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
დაქირავებული სნაიპერი სარკინიგზო სადგურ „ხარკოვ- პასაჟირსკიზე" დააკავეს.
თავისი მუშაობისათვის სნაიპერს თითო მოკლული უკრაინელი რიგითისთვის 100 აშშ დოლარი, ხოლო ოფიცრისათვის 1000 აშშ დოლარი უნდა მიეღო. ხოლო როდესაც დაბრუნდებოდა მას 2000 ევრო ელოდა.
ამჟამად დაკავებული სამართალდამცავების ხელში იმყოფება. გამოძიება გრძელდება.
ტერორისტი 21 მაისს დააკავეს. ის რუსეთის მოქალაქეა და ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში მონაწილეობას იღებდა.