31 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ფრანგი მომღერალი პატრისია კაასი კონცერტს „კაასი ასრულებს პიაფს" გამართავს.
კონცერტზე პატრისია კაასი ფრანგი მომღერლისა და მსახიობის, ედიტ პიაფის რეპერტუარიდან 24 სიმღერას ახლებური არანჟირებით შეასრულებს.როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორმა გიორგი კერესელიძემ განუცხადა, „ეს პროექტი მთლიანად ეძღვნება ედიტ პიაფს. დაახლოებით ორი წელია ეს პროექტი მთელ მსოფლიოში ძალიან წარმატებით მიდის. შეასრულებს ედიტ პიაფის ოცდაოთხივე კომპოზიციას, ოღონდ ახლებური არანჟირებით. პატრიცია კაასის სურვილი იყო, რომ რაღაცნაირად შეხებოდა ედიტ პიაფის რეპერტუარს და ხელოვნებას,რასაც დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა."
პატრისია კაასი საქართველოში 30 მაისს 12 კაციანი შემადგენლობით ეწვევა.
პატრისია კაასმა საკონცერტო პროგრამა „კაასი ასრულებს პიაფს" მსოფლიო ტურნეს ფარგლებში 45 ქვეყანაში წარმოადგინა, მათ შორის : ლონდონში, გერმანიაში, კანადაში, აშშ, მოსკოვში, კიევში და ა.შ. ტურნე ეძღვნება ედიტ პიაფის გარდაცვალებიდან 50 წლის თავს.
კონცერტის ორგანიზატორია თბილისის საკონცერტო დარბაზი.