საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალაქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანდურას მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა პრემიერს არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათი თქმით, სოფელს სარწყავი წყლისა და შიდა გზის პრობლემა აწუხებს, თუმცა სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში უკვე დაწყებულია სამუშაოები, რომლებიც წლის ბოლომდე დასრულდება. "პრობლემები ყველგან არის, მთავარია სწორად დავგეგმოთ პრიორიტეტები და რეალური ნაბიჯები გადავდგათ. გლეხის შრომა უნდა დაფასდეს და ამისთვის ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს," -განაცხადა პრემიერმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
მასალის გამოყენების პირობები