საქართველოში 2014 წლის ბოლომდე ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნება. ობიექტი, რომლის მშენებლობა ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახშიდასასრულს უახლოვდება, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.
საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობის ვადებსა და ტექნიკურ დეტალებზე საქართველოს მთავრობის მეთაურს ინფორმაცია ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და რეგიონის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემმიაწოდეს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კარწახის გამშვები პუნქტი საქართველოს თურქეთთან ახალი, ეფექტური დერეფნით დააკავშირებს, შემოკლდება მანძილი არდაგანამდე, გაუმჯობესდება სასაზღვრო პოლიტიკა, რეგიონს და ადგილობრივებს კი შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდებათ.
როგორც პრემიერს მშენებლობაზე განუმარტეს,ახალ პუნქტში სწრაფი და კომფორტული მომსახურებისთვის ყველა პირობა შეიქმნება.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობარამდენიმე თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია. მშენებლობაზე 100-მდე მოქალაქე მუშაობს, საბაჟო-გამშვები პუნქტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი70 ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრები იქნება.