პირველად საქართველოში ტარდება რეგიონალური მასშტაბის საერთაშრისო სემინარი ლაპაროსკოპიულ გინეკოლოგიაში, რომელიც ჩატარდება „ავერსის კლინიკა"-ში. სემინარი ტარდება ლაპაროსკოპიული აპარატურის მწარმოებელი მსოფლიოს ლიდერი კომპანიის ,,Storz~-ის ორგანიზებით , სადაც მოწვეულნი არიან მსოფლიო დონის ქირურგი-გინეკოლოგები, რომლებიც წაიკითხავენ ლექციებს და ჩაატარებენ საჩვენებელ ოპერაციებს. ლექციების თემებია: ,,თანამედროვე ლაპარასკოპია~, ,,თანამედროვე მიდგომა ენდომეტრიოზის მკურნალობისას~, ,,პროლაფსის ლაპარასკოპილი მკურნალობა~, ,,გართულებები ლაპარასკოპიული ოპერაციისას~, ,,ლაპარასკოპიული რეკოსნტრუქციული ოპერაციები საშვილოსნოზე~, ,,ლაპარასკოპიული ოპერაციები სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიებზე~ და ,,ლაპარასკოპიული მიდგომები ტკივილის მკურნალობისას~.
საერთაშორისო სემინარს წარუძღვებიან და ოპერაციებს ჩაატარებენ მსოფლიო დონის ქირურგები:
რევაზ ბოჭორიშვილი - კლერმონ-ფერანის ლაპაროსკოპიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის დირექტორი;
არნო ვატიეზი - სტრასბურგის საერთაშორისო ლაპაროსკოპიული სასწავლო ცენტრის დირექტორი;
ვიტალი ბეჟენარი - ოტის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი;
სემინარს დაესწრებიან გინეკოლოგები მთელი საქართველოს მასშტაბით, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან.