ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე საქართველოში სან მარინოს საპატიო კონსულს დონატო ლანატის შეხვდა, სადაც განიხილეს საქართველოსა და სან-მარინოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.
როგორც საპატიო კონსულმა აღნიშნა, სან-მარინოს მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით, განსაკუთრებით ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსურ სფეროებში. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მხარეები ამ მიმართულებით თანამშრომლობას გაააქტიურებენ.
შეხვედრაზე ასევე მეღვინეობის საკითხი განიხილეს. მიხეილ ჯანელიძე და დონატო ლანატი შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარება.
მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოსა და სან-მარინოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ვიზიტების ორგანიზებისა და ორი ქვეყნის ტურისტული ჯგუფების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.