საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა.
საქმე ეხება გიგი უგულავასთვის უფლებამისილების შეჩერების საკითხს. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო.
სასამართლო განაჩენის გამოცხადებას გიგი უგულავაც მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდა.