საქართველოს გავლით სომხეთში 17 მაისს შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის ტრანზიტი აღდგენილია.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ დაასრულა, დარიალის ხეობაში მეწყერის შედეგად დაზიანებული ჩრდილოეთი-სამხრეთის 1200მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები. შესაბამისად აღდგენილია ბუნებრივი გაზის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის რესპუბლიკაში.
საქართველოს გაზმომარაგებას, სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის შეწყვეტის პერიოდში, პრობლემები არ შექმნია.
მასალის გამოყენების პირობები