ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთაში „არაგვიჰესის" ექსპლუატაციაში გაეშვა. პროექტი შპს "ენერგო-არაგვმა"განახორციელა.
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2012 წლის თებერვალში დაიწყო და 2014 წლის თებერვალში დასრულდა. „არაგვიჰესის" დადგმული სიმძლავრე 8 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 50მლნ.კვტ/სთ-ია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 13 მლნ. აშშ დოლარია. დასაქმებულთა რაოდენობა მშენებლობის სხვადასხვა პერიოდში შეადგენდა 50-120 ადამიანს. ჰესის ოპერირების პერიოდში კი 10 ადამიანი დასაქმდება.
„არაგვი ჰესი" არის პირველი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც განხორციელდა მხოლოდ ქართული და ევროპული კერძო ინვესტორების თანამშრომლობის შედეგად. სადგური აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით და მართვის სისტემებით, რომელიც დაამზადა ავსტრიულმა კომპანია „კიოსლერმა".