უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოხალისეებისაგან შემდგარი ბატალიონი „დონბასი" დონეცკის ოლქის სოფელ კარლოვკასთან სეპარატისტების ალყაში მოხვდა. მოხდა შეტაკება.
ბატალიონის წინააღმდეგ მუშაობს ავტომატიანი ხალხი და სნაიპერები. არიან დაჭრილები. უკან დახევა შეუძლებელია, ვინაიდან ხალხი ალყაშია მოხვედრილი.
უკრაინული მედიით ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბატალიონის ნაწილმა ალყიდან გამოღწევა შეძლო.
„ბატალიონ „დონბასთან" დაკავშირებით ინფორმაცია დასტურდება. ბატალიონის ძირითადმა ნაწილმა გამოსვლა შეძლო. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში ირწმუნებიან, რომ გამოყვანილია დაჭრილები და გრძელდება დამატებითი ზომების მიღება ალყაში დარჩენილი მებრძოლების გასათავისუფლებლად",_ აცხადებს ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი.