ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება.
პროცესზე მოსამართლე შუამდგომლობებთან დაკავშირებით მხარეების პოზიციებს მოისმენს. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების თაობაზე.
დღესვე მოსამართლე სათათბიროდ გავა და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილებს თუ არა შუამდგომლობებს.
შეგახსენებთ, რომ საქმე 2006 წელს ნავთლუღის ავტოსადგურთან 12 იანვარს ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხება, რომლის დროსაც სამი მამაკაცი გარდაიცვალა.
ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულები არიან: დათა და ბაჩო ახალაიები, ლევენ ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი.