საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე, მოქალაქე ილგარ ალახვერდიევი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 22 მაისს, ილგარ ალახვერდიევმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „აეროპორტი"-ს გადმოკვეთისას, საბაჟო კონტროლისაგან მალულად 7 კილოგრამი ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები გადმოიტანა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები