"სამხედრო მახრჩობელა ირანის ირგვლივ სულ უფრო მჭიდროვდება და მის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება", _ ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-სა და ევროპაში არსებული წყაროები ავრცელებენ.
რუსეთის გენშტაბის უფროსი გენერალი ნიკოლაი მაკაროვი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამერიკელები და ნატო ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ჩატარებისთვის ემზადებიან.
ამერიკელი "აქტივისტი", მწერალი და ანალიტიკოსი რიკ როზოფფი ტელეარხ "Russia Today"-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გადაისროლეს, სადაც მუდმივად იქნება. ოფიციალურად ამ მისიის შესახებ ცნობილი არაფერია, მაგრამ არსებობს ეჭვი იმისა, რომ იგი ირანის წინააღმდეგ სამხედრო აქციას ამზადებს.
როზოფი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ატომური რეაქტორის მშენებლობის რაიონში, ბუშერში, ამ დრომდე იმყოფება დაახლოებით 10 ათასი რუსი სპეციალისტი და მათი ოჯახის წევრები. ისინი შესაძლოა ირანის პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტის პირველი შესაძლო მსხვერპლი გახდნენ.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის კოლინ პაუელის ყოფილი თანაშემწე ლოურენს ვილკენსონი აცხადებს, რომ ინდოეთის ოკეანის რაიონში ამჟამად აშშ 3 დამრტყმელი სამხედრო-საზღვაო ჯგუფი იმყოფება. ვილკენსონი აცხადებს: "ისინი დაცურავენ იქ არა იმისთვის, რომ დროშები აფრიალონ. მათ წინაშე სრულიად კონკრეტული ამოცანები დგას".
ამასთან, უკვე ვრცელდება ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტების დაჭერის ამერიკული სისტემების თურქეთის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. ეს სისტემები უკვე განთავსებულია ყურეში აშშ-ის არაბი მოკავშირეების ტერიტორიებზე.
ვილკინსონი აცხადებს, რომ ირანის ირგვლივ კონცენტრირებული სამხედრო ძალა საკმარისია იმისათვის, რომ ისლამური რესპუბლიკა 70 დღის განმავლობაში შეუჩერებლად ბომბო.
თუმცა, ვილკინსონის აზრით, ეს ირანის პრობლემას ვერ მოაგვარებს და დაბომბვები მხოლოდ ხელს შეუწყობს ირანელი ხალხის მობილიზებას ქვეყნის ხელისუფლების ირგვლივ. ირანის ხელისუფლება კი ყოველივე ამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სისხლიანი ტერორისტული აქტებით და მეზობელ სახელმწიფოებზე დარტყმებით უპასუხებს.