დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვარ-აპრილში 1169 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2013 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 18 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 510 მლნ. აშშ დოლარს (19 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 659 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (17 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 55 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი. (2013 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 33, 55 და 25 პროცენტი). 2014 წლის იანვარ-აპრილში, დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 9 პროცენტი (2013 წლის იანვარ-აპრილში ასევე 9 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები