2014 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 897 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 194 მლნ. აშშ დოლარი იყო (50 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 703 მლნ. აშშ დოლარი (7 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 21 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი. (2013 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 26, 16 და 30 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32 პროცენტი (2013 წლის იანვარ-აპრილში 37 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები