2014 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3441 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 933 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (19 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2508 მლნ. აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი). საქართველოს
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-აპრილში 1576 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.