საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესის წარმოებისთვის შეიქმნას აბსოლუტურად თავისუფალი და კონკურენტული გარემო. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს ბიზნესმენების საქმიანობაში.
,, თითოეული ბიზნესმენი საქართველოში არის პატივსაცემი და მე მინდა კიდევ ერთხელ განმარტო რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ბიზნესი გავათავისუფლეთ ყოველგვარი წნეხისგან და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას აბსოლუტურად თავისუფალი და კონკურენტული გარემო ბიზნესის წარმოებისთვის, ყველა ბიზნესმენი იყოს თანაბარ პირობებში მოქცეული, არც ერთი ბიზნესმენი პრივილეგირებული არ უნდა იყოს. რაც მთავარია არავის არ აქვს უფლება და მე როგორც ქვეყნის მთავრობის მეთაური არავის არ მივცემ უფლებას რომ რაიმე ფორმით მოახდინოს თქვენზე ზეწოლა, ან გნებავთ ჩარევა თქვენს საქმიანობაში", _განაცხადა ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას.