ავსტრიული კომპანია „IC ჯგუფი" საქართველოსთან თანამშრომლობას გეგმავს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და „IC ჯგუფს" შორის შეხვედრა უკვე შედგა.
ფონდის დირექტორმა ჯგუფის წარმომადგენლებს მომავალი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ხოლო „IC ჯგუფის" მმართველმა მენეჯერმა გამოხატა დაინტერესება არსებული პროექტებით. ფონდისა და ჯგუფის წარმომადგენლები ახლო მომავალში თანამშრომლობაზე შეთანხმდმნენ.
IC Clean Energy Solutions Gesmbh არის ავსტრიული კომპანია, რომელიც მოღვაწეობს სამშენებლო, ჰიდრო და განახლებადი ენერგიის დარგებში.