ქართველები აზერბაიჯანის ავტოგასაღების ბაზარს კარგავენ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აზერბაიჯანში შემოღებულმა ახალმა რეგულაციამ საქართველოს ავტობაზარზე გაყიდვები კატასტროფულად შეამცირა.
"ევრო-4" სტანდარტზე გადასვლის გამო, აზერბაიჯანში 2005 წელს გამოშვებულ ავტომობილებზე ძველი სატრანსპორტო საშუალების შეყვანა აიკრძალა. შედეგად, იმპორტიორების მესამედი საქმიანობის შეწყვეტას გეგმავს.
დილერები სომხეთის ბაზრის დაკეტვასაც ელოდებიან, რადგან სომხეთი უახლოეს მომავალში რუსეთთან საბაჟო კავშირში ოფიციალურად გაწევრიანდება.
შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკასაც, რადგან ავტომობილების რეექსპორტი საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლით ქვეყანაში პირველ ადგილზეა.
ავტოიმპორტიორების პრობლემებით რატი ხვისტანი დაინტერესდა.