გორში "იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროექტის" ფარგლებში დევნილებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა სკრის, ბერბუკისა და ახალსოფლის დევნილი და ადგილობრივი თემის სერვის ჯგუფებმა მიიღეს.
პროექტი ხელს უწყობს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგიოებულ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტს ნორვეგიის მთავრობა და "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზატორებთან ერთად აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 2.9 მილიონ დოლარს შეადგენს, 2009 წლის ივლისში დაიწყო და 2012 წლის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ღონისძიებაში მონაწილეობა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის თქმით: "ტრაქტირები, გუთნები და სახნავ-სათესი საშუალებები ნორვეგიის მთავრობამ შეგვიძინა. ტექნიკა აღჭურვილია თანამდეროვე ტექნოლოგიებით. აღნიშნული პროექტის დახმარებით დევნილი ოჯახები წლიდან წლამდე სამყოფი მოსავალს მოიწევენ. ზედმეტი მოსავლის რეალიზაციას მოახდენენ და შემოსავალი ექნებათ. ჩვენი მიზანია, ისინი ნაკლებად იყვნენ ვინმეზე დამოკიდებულნი. მსგავსი პროექტებით დევნილებში დამოუკიდებლობის ხარისხი მაღლდება და საკუთარ თავს თავად ირჩენენ."