23 მაისს 17:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გაეროს ასოციაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ქვემო ქართლის კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „ფესტივალის ერთი ცის ქვეშ" შემაჯამებელი კონცერტი გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ" უკვე მეხუთედ ტარდება, ხოლო პირველად ფესტივალის დასკვნითი ნაწილი კონცერტის სახით სამინისტროს დარბაზში შედგება და მონაწილეობას 90 ბავშვი მიიღებს. შემაჯამებელ კონცერტზე წარმოდგენილი იქნებიან ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის, კახეთისა და თბილისის სახლოვნებო სკოლის მოსწავლეები, რომელთა შერჩევაც პროფესიული ნისნის მიხედვიტ მოხდა.
ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ"ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის გაღრმავების, კულტურათაშორისი დიალოგის ჩამოყალიბების, მოსწავლეთა საერთო პროფესიული დონის ამაღლების მიზნით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები