კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, დამოუკიდებლობის დღის 26 მაისის ღონისძიებების აღნიშვნაში საქართველოს 12 ქალაქი ჩაერთვება. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცახდა 26 მაისს საინტერესო ღონისძიებები იგეგმება.
,,26 მაისთან დაკავშირებით შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრია ჩემი მოადგილე, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. იქნება მეტად საინტერესო ღონისძიებები. ფაქტობრივად, მთელ რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება სამინისტროების მუშაობის შედეგი. ამ ყველაფერში ჩართული იქნება 12 ქალაქი. ღონისძიების რეჟისორია ლაშა ონიანი. იქნება არაერთი სიურპრიზი, რომელსაც წინასწარ არ აჟღერებენ", - განაცხადა ოდიშარიამ.
მასალის გამოყენების პირობები