რუსი დიპლომატი ელჩის მოადგილის რანგში ფორინ-ოფისის წარმომადგენელს პრინც ჩარლზის მიერ ვლადიმერ პუტინის შესახებ გაკეთებული გამონათქვამის გამო შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-სი-სი" ავრცელებს.
„რუსეთის საელჩოს მრჩეველი კრამარენკო ა.მ. დღეს დღის მეორე ნახევარში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად შეხვდა.
განსახილველ საკითხთა შორის ასევე იყო პრინც ჩარლზის აღმაშფოთებელი გამონათქვამები კანადაში, რომელთა დაკავშირებითაც გუშინ საელჩომ ფორინ-ოფისისგან ოფიციალური განმარტებების გაკეთება მოითხოვა",_ ნათქვამია საელჩოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ პრინცმა ჩარლზმა კანადაში კერძო საუბრის დროს რუსეთს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა.
პრინცის პრესსამსახურში „Daily Mail"-ის ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი მისი აღმატებულების პირადი საუბრის კომენტირებას არ აპირებენ. კომენტარების გაკეთებაზე ასევე უარი თქვეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კემერონმა და მისმა მოადგილემ ნიკ კლეგმა.
აღსანიშნავია, რომ თავად ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის უფროსი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი „ეხლა არ აპირებს" პრინც ჩარლზის ნათქვამის კომენტირებას.
მოსკოვში მყოფი „ბი-ბი-სის" მიმომხილველი კი აღნიშნავს, რომ რუსულმა პრესამ ჩარლზის გამონათქვამს მდუმარებით აუარა გვერდი.
მასალის გამოყენების პირობები