უკრაინელების ჯგუფმა საფრანგეთის მიერ რუსეთისათვის „მისტრალის" ტიპის გემების მიყიდვის განზრახვის გამო საფრანგეთის ელჩს პოლონეთში პიერ ბულერს, როგორც ამ შეთანხმების სიმბოლო ამ გემის „სისხლიანი მაკეტი" გადასცეს.
„მისტრალის" „სისხლიანი მაკეტის" გადაცემა დიპლომატის წიგნის პრეზენტაციაზე, ვარშავაში მოხდა. ამ ინიციატივის ავტორებმა განაცხადეს, რომ წიგნის პრეზენტაციაზე მოსვლა და აქ ელჩის ნახვის გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც ელჩი მათთან საპროტესტო აქციის დროს არ გამოვიდა.
„უკრაინელებმა ელჩს სამხედრო გემის მოდელი გადასცეს, რომელსაც სიმბოლურად სისხლის შხეფები ჰქონდა და აღნიშნეს, რომ ამ გემზე უკრაინელი მოქალაქეების სისხლია",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში და იქვე აღნიშნულია, რომ გოგონამ, რომელმაც დიპლომატს მაკეტი გადასცა, სინანულით აღნიშნა, რომ საფრანგეთისათვის ფინანსური საქმეები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე უკრაინასთან სოლიდარობა.
მან ელჩს ასევე უთხრა, რომ უკრაინელები ახლა თავს ისე გრძნობენ, როგორც იგრძნობოდნენ თავს ფრანგები ინგლისელების მიერ ნორმანდიის ხელში ჩაგდებისა და შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ინგლისისათვის უკრაინული სამხედრო გემების გადაცემის შესახებ.
აღნიშნული საჩუქრის გადაცემის შემდედ უკრაინელებმა დარბაზი დატოვეს.
დიპლომატმა გემის მაკეტი მიიღო და პირობა დადო, რომ მას საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ფრანგმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ საფრანგეთი უარს არ ამბობს რუსეთთან ხელმოწერილი კონტრაქტის შესრულებაზე „მისტრალებთან" დაკავშირებით, ვინაიდან ეს ფრანგებს მეტ ზიანს მოუტანს ვიდრე რუსებს.