უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევას მოითხოვს აცხადებს, რომ წუხელ ტერორისტებს რუსეთიდან უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გარღვევის მეოთხე მცდელობა ჰქონდათ.
„უკრაინელმა მესაზღვრეებმა ეს შემოტევა მოიგერიეს და რუსეთის ფედერალურ სასაზღვრო სამსახურს მოუწოდებს დაუყოვნებლივ უზრუნველყოთ წესრიგი საზღვრის რუსული მხრიდან",_ განაცხადა იაცენიუკმა და რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანა დაიწყო სიცრუე უწოდა.
„მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებები საზღვრიდან ჯარის გაყვანის შესახებ ბლეფია, იმიტომ, რომ ჯარი რომც გადიოდეს, რუსეთის ხელისუფლების პირდაპირი მხარდაჭერით ხორციელდება მცდელობები უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისა შეიარაღებული ტერორისტების მიერ, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე ამზადებენ",_ აცხადებს იაცენიუკი და აღნიშნავს, რომ უკრაინას ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები აქვს.