29-31 მაისს, კანადა-ეგვიპტის ბიზნეს საბჭოს, ეგვიპტის მდგრადი განვითარების საბჭოს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველოს ეგვიპტიდან სამუშაო ვიზიტით ბიზნესდელეგაცია ეწვევა.
საქართველოში ვიზიტისას ბიზნესმენები შეხვდებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებს.
შეხვედრის მთავარი მიზანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, რაც ახალი ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების ჩამოყალიბებას გულისხმობს.
ეგვიპტის ბიზნეს დელეგაციაში შედიან საინვესტიციო, სატრანსპორტო, სამედიცინო სფეროს, ნავთობი-გაზის, IT, ტურისტული და ა.შ კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში პარტნიორის მოძიებით.
მასალის გამოყენების პირობები