ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში 34 წლის კაცმა საკუთარი მეუღლე მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.
მეზობლების განმარტებით, მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ერთ-ერთი შვილისგან შეიტყვეს. მათივე განმარტებით, ცოლ-ქმარს ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.
გარდაცვლილი ორსულად იყო. ოჯახი სოციალურად დაუცველია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.