უკრაინის ხელისუფლება, ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, სასწრაფოდ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას მოითხოვს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გააკეთა.
„მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს გაეროს უშიშროების საბჭოში, სასწრაფოდ მოწვეულ იქნეს გაეროს უშიშროების საბჭო, რომელზუც ჩვენ წარმოვადგენთ დამადასრურებელ მასალას იმისა, თუ კონკრეტულად როგორ ხორციელდება რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციისა და სისხლისღვრის, ასევე უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობები",_ აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები