ლუგანსკის თვითგამოცხადებული ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ვალერი ბოლოტოვმა სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ვბრძანებ შემოღებულ იქნეს სამხედრო მდგომარეობა და გამოცხადდეს მობილიზაცია ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე",_ ნათქვამია ე.წ. ბრძანებაში.