აშშ-მ რუსეთ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის აქტიურობა შენიშნა, თუმცა თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ აქ აქტიურობის გამო ჯერ-ჯერობით რაიმე სახის დასკვნის გაკეთება ნაადრევია.
„ჩვენ ვხედავთ მოწმობას რაღაც აქტიურობის საზღვარზე, მაგრამ ჯერ ზალიან ადრეა დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, აის თუ არა ეს დაკავშირებული ჯარის გაყვანასთან. თუ ეს მართლა ჯარის გაყვანის დასაწყისია, ჩვენ მივესალმებით ამას",_ განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე დააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვიდან ჯარის გაყვანა დაწყებულია.
მასალის გამოყენების პირობები