საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განაცხადა ხვალ, 23 მაისს თბილისში შედარებით გამოიდარებს, ტემპერატურაც მოიმატებს და ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება.
,,თვის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. იგივე ვითარება იქნება კავკასიონის ქედზეც. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 20-29 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 20-26 გრადუსამდე გათბება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დოდო გვაზავამ.