ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ოპერატიული მონაცემებით, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ლუგანსკის ოლქში 8 უკრაინელი სამხედროა დაღუპული. მათივე ინფორმაციით, შეტაკებები ტერორისტებთან რუბეჟნოეს და ვოლნოვახის რაიონებში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ჯგუფის კოორდინატორის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, გარდა 8 მოკლულისა, დაჭრილის კიდევ 18 სამხედრო. ტიმჩუკი ამ ინფორმაციის გავრცელებისას აღნიშნავს, რომ აღნიშნული დასახლებული პუნქტი „ტერორისტების კერიდან" სლავიანსკსა და კრამატორსკისგან საკმაოდ შორს იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები