ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "როგორც "ჯი-ეიჩ-ენ"-ს "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ოფისში განუცხადეს, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი საქმიანი მივლინებით უცხოეთში იმყოფებოდა და თბილისში დღეს გამთენიისას დაბრუნდა.
"ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის უფროსმა მარიამ მებურიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბარში აღნიშნა, რომ პარტიის წევრებისთვის უცნობია, ვის მიერ და რა მიზნით იქნა ცრუ ინფორმაცია გავრცელებული.
ჩიორა თქათაქიშვილის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა სერგი რატიანმა.
მისი თქმით, ასეთი ინფორმცია უაზრო ჭორია და შეუძლებელია, რაიმეს ემსახურებოდეს.
დღეს, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა ინფორმცია, რომლის თანახმად, ჩიორა თქათაქიშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.