პოლიტიკური ასოცირება ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვართ, მხარდამხარ ვდგავართ, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯოზე მანუელ ბაროზუმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ახლა ვერ შევთავაზებთ ევროკავშირის წევრობას საქართველოს, ამ ეტაპზე, მაგრამ მაქსიმალურ დაახლოებას ვთავაზობთ და მომავალი გვანახებს. წინასწარ არ უნდა ვეცადოთ პროგნოზების გაკეთებას, უბრალოდ მოსახლეობამ უნდა იგრძნოს თავი ახლოს ევროპასთან. დემოკრატიის მნიშვნელობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს არა მარტო ახალგაზრდობაში, არამედ სხვადასხვა ხელისუფლებაში საქართველოში, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვა და პრემიერ-მინისტრმა ნათლად გაუსვა ამას ხაზი. ასე რომ, ერთად ვიმუშაოთ ამისთვის და თარიღებს ნუ დავასახელებთ. ეს ხელშეკრულება ნამდვილად არ იქნება ბოლო ჩვენ ურთიერთობაში", - განაცხადა ბაროზუმ.
ბაროზუმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში გარედან ვერავინ ჩაერევა.