2014 წლის 20 მაისს, მსჯავრდებულებს კ.უ.-ს, ბ.ბ.-სა და კ.ა.-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა-სარგებლობის ფაქტზე, ბრალი წარედგინათ.
გამოძიების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები კ.უ. და ბ.ბ. ფარულად ინახავდნენ და ატარებდნენ აკრძალულ ბასრ საგანს - დაშლილ ერთჯერად სამართებელს, რომლებიც დაწესებულების თანამშრომლებმა ამოიღეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულების მჯავრდებული კ.ა. საკანში აკრძალულ საგნებს: დაშლილ ერთჯერად სამართებელს, კუსტარულად დამზადებულ ორ დანას, ე.წ. შტირს და ალკოჰოლურ სასმელს ინახავდა.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.