დღეისათვის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები შეუძლებელია. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა ნიკოლაევში დღეს გამართული უკრაინის ერთიანობისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე გააკეთა.
„მიმაჩნია, რომ დღევანდელ პირობებში, ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვა რუსეთსა და უკრაინას შორის არ შეიძლება განხილულ იყოს",- განაცხადა იაცენიუკმა და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესი განახორციელა, დაარღვია საერთაშორისო სამართალი, გაანადგურა ევროპული უსაფრთხოების სისტემა და „მიაფურთხა იმ ორგანიზაციის წესდებას სადაც უკრაინა და რუსეთი თანადამფუძნებლები არიან".
„სიტყვებისადმი ნდობა აღარ არსებობს და უკვე აღარ ვსაუბრო იმაზე, რომ რუსეთმა ხელმოწერილი შეთანხმებები დაარღვია",_ განაცხადა იაცენიუკმა.