ეგვიპტის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილ პრეზიდენტს ბრალად მექრთამეობა ედებოდა. მის ვაჟებს ალიასა და გამალს ანალოგიური ბრალდებით ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მუბარაკს ბრალად 17,6 მილიონის დატაცება ედებოდა. ეს თანხა პრეზიდენის სასახლეების რემონტისათვის იყო გამოყოფილი.
მათ ასევე დაუწესეს ჯარიმა სამი მილიონი აშშ დოლარის ოდენობით და დაავალეს სახელმწიფოსათვის 17,6 მილიონი აშშ დოლარის გადახდა.
ამას გარდა, 86 წლის მუბარაკს ასევე ასამართლებენ ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა და შეთქმულებაში მონაწილეობაში 2011 წელს მომხდარი აჯანყების დროს დემონსტრანტების მკვლობის მიზნით.
მუბარაკის მემკვიდრე პრეზიდენტს ისლამისტი მურსი სამხედროებმა გასული წლის ივლისში მადობრივი პროტესტის შედეგად ჩამოაგდეს.
ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ეგვიპტეში 26-27 მაისს უნდა გაიმართოს.