ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, პატრიკ ჰიკმა, "ვანკუვერი-2010"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა ჯონ ფურლოკმა, ციგაობაში ვანკუვერის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და დელეგაციის სხვა წევრებმა ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახი მოინახულეს. ბაკურიანის მაცხოვრის შობის ტაძარში ქუმარიტაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გაიდახადეს.
დელეგაციამ ბაკურიანში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც საციგაო ტრასის აშენება იგეგმება. მათი თქმით, ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის სპორტული კომპლექსიც აშენდება.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე შესრულდა. აღნიშნული ვიზიტი სწორედ ამ ფაქტს მიეძღვნა.