20-22 მაისს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში, ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზეა წარმოდგენილი. „IMEX 2014" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქმიანი ტურიზმის გამოფენაა, რომელიც მე-12 წელია იმართება. ღონისძიებაში 3 500 კომპანია მონაწილეობს. ტურისტულ გამოფენა-ბაზრობას 9 000 სტუმარი ესწრება.
ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს საპრეზენტაციო სტენდია წარმოდგენილი, სადაც მიწვეული სტუმრები საქართველოს შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან. გამოფენის მონაწილეები ინგლისურ და გერმანულ ენებზე დაბეჭდილ ბროშურებსა და რუკებს მიიღებენ.
ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობენ შემდეგი კომპანიები: Grata; Travel Shop; Visit Georgia; Department of Tourism and Resorts of Ajara; Info-Tbilisi Travel; GT Group; Concord Travel; Marco Polo Hotel; Georgian events; GeorgiCa Travel.