შანხაიში, რუსული გაზის ჩინეთში მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. „გაზპრომი" და ჩინური კომპანია „CNPC" 30 წლიანი კონტრაქტის დეტალებს არ ახმაურებენ. კონტრაქტს ღირებულება 400 მილიარდი აშშ დოლარია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
„გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ კონტრაქტის ფასი - კომერციული საიდუმლოა.
„ეს უმსხვილესი კონტრაქტია „გაზპრომისათვის". ასეთი კონტრაქტი არ არის არც ერთ კომპანიასთან",_ განაცხადა მილერმა.
კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინი.