გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში ქვეყნის შიგნით დევნილთა რაოდენობამ 10 ათას ადამიანს გადააჭარბა და მათი რაოდენობა განუხრელად იზრდება.
„უკრაინაში შიდაგადაადგილება ყირიმში ჩატარებული მარტის რეფერენდუმის შემდეგ დაიწყო და მას მერე სტაბილურად იზრდება. დაზარალებულ მოსახლეობას შორის არიან ადამიანები, რომლებიც უკვე ორჯერ დაზარალდნენ - ისინი ჯერ ყირიმიდან წამოვიდნენ, შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინიდან. დევნილთა უმრავლესობა ყირიმელი თათრები არიან, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ ახლახანს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ გადაადგილებულთა შორის იზრდება ეთნიკური უკრაინელებისა და რუსების რაოდენობა. იძულებით გადაადგილებულთა მესამედი - ბავშვია",_ ნათქვამია გაეროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები